დენტოფობია - რატომ გვაშინებს სტომატოლოგთან ვიზიტი? - Smile confidently

February 8, 20220

 

ფობიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დენტოფობიაა, რაც სტომატოლოგისა და სტომატოლოგიური მანიპულაციების შიშს ნიშნავს. სტატისტიკურად, მსოფლიო მოსახლეობის ყოველ მესამე ადამიანს ეშინია სტომატოლოგთან ვიზიტის.

დენტოფობიის ნიშნებია:
  • ვიზიტის გადადება და უარის თქმა გარკვეულ მანიპულაციებზე;
  • ნემსის ჩხვლეტის შიში;
  • ტაქიკარდია, სისუსტე, გონების დაკარგვა, კანკალი, ცივი ოფლი, ჰაერის უკმარისობა, აკვიატებული ტკივილი.
დენტოფობიის მიზეზებია:
  • წარსულში მიღებული ნეგატიური გამოცდილება კბილების მკურნალობის დროს, სტომატოლოგიური ინსტრუმენტების, სისხლის დანახვის, ტკივილის შიში.
როგორ დავძლიოთ დენტოფობია?
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თანამედროვე სტომატოლოგიური მკურნალობა ანესთეზიის ქვეშ სრულიად უმტკივნეულოა, ტკივილის შეგრძნება სულ უფრო იკლებს, დისკომფორტი და შიში კი, ფაქტობრივად ნულს უტოლდება.
განწყობის გასაუმჯობესებლად, ეფექტური მეთოდია მკურნალობის დროს სასიამოვნო მუსიკის მოსმენა.
დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დენტალ ჰაუსი არის ადგილი,სადაც არა მარტო დენტოფობიის დაძლევას შეძლებთ, არამედ ყველაზე ,,საშიში” პროცედურებიც კი, სასიამოვნო გახდება, ჩვენი თითოეული ექიმი ზრუნავს ინდივიდულაურად პაციენტის კომფორტზე ,საჭიროა პაციენტმა ექიმს განუმარტოს შიშის მიზეზი, სასურველია მკურნალობა დაიწყოთ მარტივი პროცედურებით, რომელებიც არ მოითხოვს დიდ დროს და მიხვდებით, რომ საშიში ნამდვილად არაფერია.
დენტალ ჰაუსის გუნდი ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Social Networks

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge