ორსულობის დროს სტომატოლოგთან ვიზიტი. - Smile confidently

February 22, 20220

 

მითი იმის შესახებ რომ ორსულობის პერიოდში სტომატოლოგთან ვიზიტი არ შეიძლება მცდარია !
ორსულები ხშირად ერიდებიან სტომატოლოგთან ვიზიტს,რაც ხშირად მდგომარეობას ამძიმებს.
ორსულობა, ქალის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. საყურადღებოა პირის ღრუს მდგომარეობა, თქვენ უნდა შეინარჩუნოთ კბილები იდეალურ მდგომარეობაში და ხელი შეუწყოთ ბავშვის ჯანმრთელობას .
მიუხედავად იმისა, რომ ქალების 90 % იცის, რომ ორსულობის დროს პირის ღრუს ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, მხოლოდ 60 % ასრულებს აუცილებელ რუტინულ ჰიგიენას. (BMC Oral Health-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით) ორსულობის დროს ღრძილები უფრო მგრძნობიარეა და ადვილად სისხლმდენი, კბილები კარიესის და ანთების მიმაართ რისკის ქვეშ არიან. თუ გეგმავთ დაორსულებას,პრევენციის მიზნით, აუცილებელად ჩაიტარეთ პროფესიული ჰიგიენა (გაიწმინდეთ კბილები) კლინიკაში და პირის ღრუ წინასწარ მოიწესრიგეთ, რათა თავიდან აიცილოთ გადაუდებელი სტომატოლოგიური მანიპულაციის ჩატარება ორსულობის დროს ამერიკის სტომატოლოგიური ასოციაციის მიერ რეკომენდებულია, რომ პროფესიული ჰიგიენური წმენდა, ჩატარდეს წელიწადში ორჯერ.
ორსულობის დროს რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა უსაფრთხოა!
ციფრული რენტგენის აპარატები მოქმედებენ ზუსტად, მიმართულად და ლოკალურად, დასხივება ძალიან მინიმალურია, ტყვიის დამცავი ფირფიტა იცავს 100%-ით სტომატოლოგიური მანიპულაციები,
რომლის ჩატარებაც შეიძლება ორსულობის დროს:
  • კარიესის მკურნალობა;
  • პაროდონტოლოგიური მკურნალობა;
  • აუცილებლობის შემთხვევაში კბილის ექსტრაქცია;
  • კბილებისა და ღრძილების ანთებადი პროცესების მკურნალობა;
ჩვენი კლინიკა მზადაა, გაგიწიოთ ყველანაირი დახმარება, ყველა არსებული პრეპარატისა თუ მასალის გამოყენებით.
ჩვენ ვმუშაობთ გუნდური პრინციპით, ვთანამშრომლობთ გინეკოლოგებთან და ერთობლივად ვირჩევთ ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Social Networks

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge