ადგილობრივი ფტორირება და ფისურების ჰერმეტიზაცია ბავშვებში - Smile confidently

October 21, 20190

ადგილობრივი ფტორირება და ფისურების ჰერმეტიზაცია ბავშვებში

 

ადგილობრივი ფტორირება

 

 გინდა, რომ შენ შვილებს ქონდეს ჯანმრთელი პირის ღრუ? ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა გავატაროთ პროფილაქტიკური ღონისძიებები.

რას მოიცავს პროფილაქტიკური ღონისძიებები ?

იგი მოიცავს სარძევე და მუდმივი კბილების ფტორირებას.ბავშვების სარძევე და მუდმივი კბილები გამოირჩევა ემალისა და დენტინის ნაკლები სიმკვრივით, ამიტომ კარიესის გამომწვევი მიკრობებისათვის სირთულეს არ წარმოადგენს ბავშვის დაუცველი კბილების დაზიანება. ფტორი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ელემენტი, აქტიურ მონაწილეობას იღებს კბილების მინერალიზაციაში.ფტორის დეფიციტი წყალსა და საკვებში კარიესის სწრაფი განვითარების მიზეზია. კარიესის თავიდან ასაცილებლად სასურველია თქვენს შვილებს დროულად ჩაუტარდეს კბილების ფტორირება ადრეული ასაკიდანვე.

როგორ წარმოებს ფტორირება?

ფტორირება წარმოებს ფტორშემცველი ლაქების ან სითხეების გამოყენებით, რომლებიც ამაგრებენ ემალს და კბილი ხდება უფრო მედეგი კარიესოგენული მიკრობებისადმი.

ფისურების ჰერმეტიზაცია


რას
წარმოადგენს ფისურების ჰერმეტიზაცია?

ფისურების ჰერმეტიზაცია ერთერთი საპროფილაქტიკო ღონისძიებაა, რომელიც იცავს მუდმივ საღეჭ კბილებს კარიესის განვითარებისაგან.

კბილების ზედაპირზე არის ჩაღრმავებები, რასაც ვეძახით ღარებს და ფისურებს.ხშირად მათი ზომა 20-25 ნმია, ანუ ძალიან ვიწრო და ღრმაა, ამიტომ ჯაგრისით ბიოაპკის გამოხეხვა შეუძლებელია და თითქმის ყოველთვის ჩნდება კარიესი. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად , სტომატოლოგი ავსებს ფისურებს სპეციალური მაჰერმეტიზებელი საშუალებით.

ეს ნივთიერება (სილანტი) თავისი თხევადობიდან გამომდინარე ,საღეჭ ზედაპირზე მოთავსებისას, ავსებს ყველა ძნელად მისაწვდომ და ღრმა სივრცეებს,რითაც ხდის მათ სწორს და გლუვს.ასეთი ზედაპირიდან ნადების მოცილება გაცილებით მარტივია და შექმნილი ბარიერი ხელს უშლის მიკროორგანიზმების შეღწევას კბილის მინანქართან.

ფისურების ჩაბეჭდვის შედეგად, კბილები იღებენ კარიესისგან დაცვას წლების მანძილზე.

რა ასაკშია უკეთესი ფისურების ჩაბეჭდვა ?

ფისურების კარიესი ვითარდება , კბილის ამოჭრიდან 1-2 წლის განმავლობაში. პირველი მუდმივი მოლარის ამოჭრა ხდება 6-8 წლის, მეორე 12-14 წლის ასაკში. ამიტომ ფისურების ჰერმეტიზაცია ამ ასაკში უფრო ეფექტურია.როდესაც კბილები ჯერ კიდევ დაუზიანებელია კარიესისგან.

 

პ.ს ვასწავლოთ ჩვენ შვილებს არა მხოლოდ პირის ღრუს მოვლა , არამედ მივაჩვიოთ პროფილაქტიკურ ღონისძიებებსაც და გავხადოთ ეს მათი ცხოვრების ჩვეულ ნაწილად და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ისინი გააგრძელებენ მთელი ცხოვრების მანძილზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Social Networks

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge