სასმელები, რომლებიც დადებით და უარყოფით გავლენას ახდენენ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე - Smile confidently

April 3, 20220

 

რომელ სასმელებთან ვიყოთ ფრთხილად? 👀
 
არის თუ არა რძე, ჩაი 
ან ღვინო მავნე ჩვენი კბილებისთვის ?

განვიხილოთ თითოეული მათგანი

  • რძე:

რძე სავსეა ვიტამინებით და პროტეინებით, რაც კბილებისთვის სასარგებლოა , კალციუმი და ფოსფორი რომელსაც რძე შეიცავს ხელს უწყობს კბილის მინანქარის გაძლიერებას და აღდგენას, ხოლო D ვიტამინი თქვენს ორგანიზმს ეხმარება კალციუმისა და ფოსფორის ათვისაბაში.

გარდა ამისა D ვიტამინი გვეხმარება ღრძილების დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.

რძე ასევე შეიცავს პროტეინ კაზეინს, რომელიც ეხმარება თქვენს კბილებზე წარმოიქმნას დამცავი ფენა, თუ ალერგიული ხართ რძეზე ან გაქვთ ლაქტოზის მიმართ შეუთავსებლობა, შეგიძლიათ შეიძინოთ ნუშის რძის შემცვლელები დამატებული კალციუმით, რომლებიც მსგავს სარგებელს მოუტანს თქვენს კბილებს.

 

  • მწვანე ან თეთრი ჩაი:

ჩაი ძალიან პოპულარულია ბევრ ქვეყანაში და კულტურაში, მაგრამ ყველა ჩაი არ არის ერთნაირად სასარგებლო  კბილებისთვის. მწვანე, თეთრი და შავი ჩაი შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტს, რომელიც ხელს უწყობს კარიესული ღრუს გამომწვევი ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლას და ამცირებს ღრძილების ანთებას, მაგრამ შავი ჩაი, დროთა განმავლობაში კბილებს ფერს უცვლის.

თეთრ ჩაის ასევე აქვს დამატებითი სარგებელი, ის ფტორის შესანიშნავი ბუნებრივი წყაროა, რომელიც ხელს უწყობს მინანქრის სიმტკიცის შენარჩუნებას.

 

  • წყალი:

მაშინ, როცა შაქრიანი სასმელები კბილებზე შაქრის ფენას ტოვებენ, წყალი პირიქით ყოველთვის ასუფთავებს საკვების ნარჩენებსა და ბაქტერიების წარმომქმნელ მჟავას პირის ღრუდან. ონკანის წყლის უმეტესობა შეიცავს ფტორს, რომელიც ხელს უწყობს მინანქრის სიმტკიცეს და იცავს თქვენს კბილებს კარიესისგან.

გაზიანი სასმელები :

 

გაზიანი სასმელები წარმოუდგენლად მავნეა კბილებისთვის, შაქრით და მჟავიანობით ისინი ანადგურებენ მინანქარს და ბაქტერიებს კვებავენ, იგივე ხდება მაშინაც თუკი გაზიანი სასმელები ,,დიეტურია” ანუ უშაქრო , მათი მუქი შეფერილობა კი ცალსახად ნიშნავს რომ დროთა განმავლობაში კბილების ფერზე მოახდენს გავლენას.

 

  • ღვინო: თეთრი და წითელი

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ღვინო – განსაკუთრებით კი წითელი შეიცავს რესვერატროლს, ბუნებრივ პოლიფენოლს რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სხვადასხვა დაავადების მართვაში ან პრევენციაში ჰქონდეს კარდიოპროტექტორულ ეფექტი, ქიმიოპრევენციული თვისებები და გაუმჯობესებული გლიკემიური კონტროლი,

2018 წლის თებერვალში გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა Journal of Agricultural and Food Chemistry-ში აჩვენა, რომ წითელი ღვინო შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უშლიან ნადების გამომწვევ ბაქტერიებს ღრძილების ქსოვილზე შეწებებას. თეთრი და წითელი ღვინო მჟავეა, შესაბამისად ეს მჟავიანობა კბილებზე უარყოფითად მოქმედებს, გარკვეულწილად, ღვინოსთან ერთად ყველის მირთმევა დაიცავს თქვენს კბილებს .

 

  • ხილის წვენი:

ხილის წვენს შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მაგრამ ის კონცენტრირებულია, რაც ნიშნავს რომ ძალიან მჟავეა. მჟავიანობის დონე დამოკიდებულია წვენის ტიპზე. თავად ხილი, როგორც წესი, საკვები ნივთიერებების საუკეთესო წყაროა, ამიტომ უმჯობესია ხილის ჭამა, ვიდრე ხილის წვენის დალევა.

 

  • სპორტული და ენერგეტიკული სასმელები

იუხედავად იმისა, რომ სპორტული სასმელები კარგია დატენიანებისთვის და ელექტროლიტების შესანიშნავი წყაროა, რაც მათ პოპულარულ სასმელად აქცევს ვარჯიშის შემდეგ,

ისინი მაინც უარყოფით გავლენას ახდენს პირის ღრუს ჯანმრთელობაზე.სპორტული სასმელები შეიცავს  შაქარისა და მჟავიანობის დიდ რაოდენობას რაც ანადგურებს თქვენს მინანქარს და ხდის თქვენს კბილებს დაუცველს

 

იმედია სასარგებლო ინფორმაცია მიიღეთ

ეს ცოდნა კი დაგეხმარებათ, უკეთ დაიცვათ თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Social Networks

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge