როგორ მოვიქცეთ, როცა ღიმილის დროს ღრძილის გამოჩენა ესთეტიკურ დისკომფორტს გვიქმნის? - Smile confidently

May 2, 20220

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის სურვილია რომ ჰქონდეს მომხიბვლელი ღიმილი, რაც
დამოკიდებლია არა მარტო კბილებისა და ტუჩების ფორმა, ზომა, მდებარეობაზე ,
არამედ იმაზე თუ სად მდებარეობს ღიმილის დროს ზედა ტუჩის ხაზი, ან რამდენად ჩანს
ზედა წინა კბილების მიდამოში ღრძილის ქსოვილი.
ზოგიერთ პაციენტს, ღიმილის დროს უჩანს დიდი რაოდენობით ღრძილის ქსოვილი, რაც
არაესთეტიკური შესახედაობას აძლევს ღიმილს და უქმნის დისკომფორტს პაციენტს.
სწორედ ამას ვუწოდებთ ღრძილოვან ღიმილს.
ღრძილოვანი ღიმილი შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით განვითარდეს , ერთ-ერთი
მიზეზია ზედა ყბის არასწორი ზრდა, თუმცა ზედა ტუჩის ლორწოვანის არასწორმა
მიმაგრებამაც გამოიწვიოს ასევე ერთ-ერთი მიზეზია კბილების პასიური ამოჭრა, რაც
გულისხმობს რომ კბილები არასრულად ამოიჭრება პირის ღრუში და დიდი რაოდენობის
ღრძილით არის დაფარული.
სტომატოლოგიაში შეუძლებელი არაფერია, მთავრია რომ პაციენტმა მიმართოს კლინიკას
ჩაუტარდეს დიაგოსტიკა, რის შედეგადაც ხდება ღრძლოვანი ღიმილის კორექცია
ღრძილოვანი ღიმილის გამოსასწორებლად, აუცილებელია დადგინდეს მიზეზი ხოლო
ამის შემდგომ დაიგეგმოს მკურნალობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Social Networks

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge