როგორ გავხადოთ პატარებისთვის კბილების გახეხვა სახალისო? - Smile confidently

May 6, 20220

როცა საქმე ჯანმრთელ პირის ღრუს ეხება. ლამაზი, ჯანმრთელი კბილები და ღრძილები სწორი ჰიგიენური ჩვევების შედეგია, რომელიც ადრეული ბავშვობიდან ყალიბდება.

მიაჩვიეთ ყოველდღიურ პირის ღრუს ჰიგიენას, ჯერ კიდევ იმ ასაკიდან, სანამ კბილები ამოეჭრება ბავშვს, ეს თავიდან ააცილებს მომავალში კარიესის განვითარებას.

კბილების გახეხვა ბავშვისთვის  სახალისო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რაც შემდგომში მის რუტინად იქცევა.

მაგრამ, თუ პატარასთვის ეს პროცესი არც ისე სასიამოვნოა?

როგორ ვასწავლოთ მას სწორად ხეხვა და თანაც ისე ,რომ შემაწუხებელი და დამღლელი არ იყოს ?

4 რჩევა მშობლებს:

 

1.გაიხეხეთ კბილები ერთად – ბავშვისთვის მაგალითის მიცემა საუკეთესო გამოსავალია, გაიხეხეთ კბილები ერთად, დილას და საღამოს, აჩვენეთ მას, როგორ აკეთებთ სწორად, ეს წაახალისებს თქვენს პატარას და ყოველთვის სიხარულით დაელოდება პროცესს,რომელსაც თქვენთან ერთად გაივლის, ეს თქვენი ცხოვრების რუტინის ნაწილი გახდება.

2.წაახალისეთ ჯილდოთი- თუკი ბავშვს არ სურს კბილების გახეხვა, შეგიძლიათ წასახალისებლად შესთავაზოთ ჯილდო, რომელსაც მხოლოდ მაშინ მიიღებს, თუკი დაიცავს ყოველ დილას და საღამოს პირის ღრუს ჰიგიენას, დროთა გამავლობაში, ეს აუცილებლად მის ჩვევად იქცევა,  უნდა აუხსნათ, რატომ არის მნიშნელოვანი ამაზე ზრუნვა და თუკი არ გავიხეხავთ, რა მდგომარეობამდე მივიყვანთ კბილებს.

3.დააყენეთ ტაიმერი- თუ თქვენს შვილს უყვარს შეჯიბრი, მაშინ ეს მეთოდი, საუკეთესო გამოსავალია, დააყენეთ ტაიმერი ორ წუთზე, შეეჯიბრეთ თქვენს შვილს, ვინ უფრო ხარისხიანად,სწორად და მოცემულ დროში გაიხეხავს კბილებს და არ დანებდება, ეს თქვენთვისაც სახალისო და სასარგებლო იქნება.

 

4- კბილის ჯაგრისი და არომატიზებული კბილის პასტა– ბევრი ბავშვისთვის საკმარისია კბილის ჯაგრისზე საყვარელი პერსონაჟი იყოს გამოსახული ან  ჰქონდეს კბილის პასტა, რომელსაც სასიამოვნო გემო აქვს, რომ ის ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეასრულებს ჰიგიენურ პროცედურას.

 

ადრეული ასაკიდანვე მიაჩვიეთ ბავშვი სტომატოლოგთან ვიზიტს. ასეთი გზით პირის ღრუს მოვლა ბუნებრივი და აუცილებელი გახდება, და მეტად სავარაუდოა, რომ ასევე გააგრძელებს მოზრდილ ასაკში.

ყველამ იცის, რომ კბილების გახეხვა დღეში ორჯერ და კბილთაშორისი წმენდა აუცილებელია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ენის გაწმენდაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ენის გაწმენდისას აუცილებელია გასუფთავდეს როგორც წინა, ისე უკანა ნაწილი. წინა ნაწილი გარკვეულწილად თავად იწმინდება, რადგან მეტად მოძრავია. უკანა ნაწილს კი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა გაწმენდა. იდეალურია, თუ ენის სპეციალურ გამწმენდს გამოიყენებთ.ენის გაწმენდა პირის ღრუს რუტინული ჰიგიენის ნაწილი უნდა იყოს, რეკომენდებულია ჩატარდეს დღეში ორჯერ დილა-საღამოს კბილების გახეხვის შემდეგ.

 

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Social Networks

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge