რა იწვევს პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნს ? - Smile confidently

May 27, 20220

რა იწვევს პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნს?

ჰალითოზი ვითარდება ნერწყვის დეფიციტის დროს ანუ მაშინ როდესაც პირის ღრუ არის მშრალი, დღე-ღამის განმავლობაში 1.5 ლიტრი ნერწყვი უნდა გამოიყოს.

ნერწყვს მნიშვნნელოვანი ფუნქციები გააჩნია:

  • ატენიანებს პირის ღრუს
  • ჩამორეცხავს კბილებიდან, ღრძილებიდან და ენის ზედაპირიდან საჭმლის ნაწილაკებს,
  • პრის ღრუს ჩამოფრცქვნილ ეპითელიუმს, ბაქტერიებს
  •  აქვს ანტიმიკრობული , იმუნური თვისებები

ნერწყვში არსებული ფერმენტები მონაწილეობას იღებენ საჭმლის მონელებაში, ბუნებრივია რომ ნერწყვის დეფიციტი სერიოზულ პრობლემებს ქმნის  პირის ღრუში, რაც შესაძლოა გამოიწვიოს სანერწყვე ჯირკლის სხვადასხვა დაავადებამ, ასევე პირით სუნთქვამ ,ცხვირის ძგიდის გამრუდებამ,  ქრონიკული რინიტის, სინუსიტების კერძოდ ჰაიმორიტის და ფრონტიტის შემთხვევაში.

ასევე დღის განმავლობაში ნაკლები სითხის მიღება იწვევს ნერწყვის დეფიციტს, მედიკამენტების მიღება ,

ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებისას შესაძლოა მოხდეს ნერწყვის სეკრეციის დათრგუნვა, ასევე შარდმდენი საშუალებები, რომლებიც დიდი რაოდენობით გამორეცხავს ორგანიზმიდან სითხეს.

ნიკოტინის და ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება, სტრესი, ქრონიკული დაავადებები.

 

ჰალითოზს ასევე იწვევს ნუშურა ჯირკვლის ანთება ტონზილიტები

ინტრაორალურ ანუ სტომატოლოგიურ მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია ღრძილის ანთებითი დაავადებები ,როდესაც პაროდონტულ ჯიბეში ჩნდება სეროზული ან ჩირქოვანი ექსუდატი

ასევე პირის ღრუს ლორწოვანის გარსის წყლულოვან ნეკროზული დაზიანებები

დიდი რაოდენობით დაშლილი და დაზიანებული კბილები

ასევე მოსახსნელი ორთოპედიული კონსტრუქციები,ორთოდოტიული აპარატები,პროთეზები რადგან ისინი დამზადებულია პლასტმასისგან, რომლის ზედაპირი ფოროვანია, ამიტომ ძალიან კარგად ადგეზირდება სხვადასხვა საჭმლის ნაწილაკები ,არსებობს სპეციალური წესები თუ როგორ უნდა მოვუაროთ მოსახსნელ კონსტრუქციებს ცხადია რომ მათ ისეთივე მოვლა სჭირდებათ, როგორც ბუნებრივ კბილებს.

 

ენა ორგანიზმის სარკეა, რადგან ენაზე სხვადასხვა ტიპის ნადების არსებობა ძალიან ბევრი დაავადების მანიშნებელია.

ენაზე არსებობს დვრილები, სადაც კარგად ადგეზირდება საკვების ნაწილაკები,თუმცა უნდა გვესმოდეს რომ როგორც კბილებს სჭირდებათ გასუფთავება და მოვლა ,არანაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ ენის სისუფთავეს. არსებობს ენის საწმენდი საშუალებები რითიც აუცილებელია ენის ჰიგიენის ჩატარება.

და ბოლოს პირის ღრუს ჰიგიენის წესების სწორად დაცვა ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი ფაქტორია ჰალითოზის პრევენციის  დროს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Social Networks

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge