რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მოდის ტენდენციებმა პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ? - Smile confidently

March 23, 20220

პირსინგები – პირის ღრუში

წლების განმავლობაში მოდაში პოპულარულ ტედენციად ჩამოყალიბდა პირის ღრუში პირსინგები, მიუხედავად იმისა რომ ის შეიძლება ძალიან მიმზიდველი იყოს, უნდა იცოდეთ რომ მათ შეუძლიათ ჯანმრთელობის დიდი რისკის შექმენა და გრძელვადიანი პრობლემების გამოწვევა.

 

რამდენიმე ფაქტორი თუ რა უნდა იცოდეთ სანამ გადაწყვეტთ პირსინგის გაკეთებას:

  • ტკივილი -პირსინგის გაკეთება მტკივნეულია, რადგან ენის მიდამოში ძალიან ბევრი ნერვული დაბოლოებაა, ამიტომაც პირსინგები კეთდება ადგილობრივი გაუტკივარებით.
  • რეაქცია – ზოგიერთი ადამიანი მგრძნობიარეა მეტალების მიმართ, სწორედ ამიტომ  პირსინგი შესაძლოა გახდეს ალერგიის წყარო.
  • ინფექცია – თქვენი პირის ღრუს სავსეა ბაქტერიებით,პირსინგი პირის ღრუში ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ინფექციის გამომწვევი წყარო შეიძლება გახდეს, რამაც სასუნთქი გზების დახშობაც კი გამოიწვიოს.
  • ღრძლების, კბილებისა და ლორწოვანის დაზიანება – გავრცელებული ჩვევაა პირსინგის კბეჩა ან მუდმივად ენით თამაში, რაც აღიზიანებს ლორწოვანს და შეიძლება ქრონიკული ტრავმის მიზეზი გახდეს .
  • იცვლება მეტყველება და ღეჭვის ფუნქცია- პირსინგის გაკეთების შემდეგ შეიძლება უფრო გართულდეს მეტყველება ან ღეჭვა, ეს გამოსწორებადი პრობლემაა დროთა განმავლობაში ვარჯიშთან ერთად.
  • ღრძილის რეცესია – ტუჩის ჭიმებზე გაკეთებულმა პირსინგმა შესაძლოა გამოიწვიოს, ღრძილის რეცესია, ანუ ღრძილი აიწევს მაღლა გამოჩნდება კბილის ფესვის ქსოვილი, კბილი ვიზუალურად დაგრძელდება და მოიმატებს კბილის მგრძნობელობა

თუ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი პირსინგის გაკეთება, მნიშვნელოვანია :

  • დარწმუნდეთ რომ ვინც პირსინგს გაგიკეთებთ, იყოს პროფესიონალი.
  • აუცილებლად დააკვირდით, რომ მხოლოდ სტერილური ინსტრუმენტები გამოიყენონ.
  • პირსინგის მასალა უნდა იყოს ბიოთავსებადი მეტალი, ოქრო ან პლატინა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Social Networks

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge