კბილებზე მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერესთეზია) - Smile confidently

April 3, 20220

 

გეშინია ნაყინის მირთმევა ან ცივი წყლის დალევა? იმიტომ რომ არასასიამოვნო შეგრძნება გაქვს კბილებზე?

ამ შეგრძნებას  ჰიპერესთეზია ჰქვია, ანუ კბილებზე მომატებული მგრძნობელობა.

მინანქრის მომატებული მგრძნობელობა მოსახლეობის დაახლოებით 57% აწუხებს. მკვეთრი ტკივილი ცივზე და ცხელზე, ასევე ტკბილი ან მჟავე საკვების მიღებისას ძლიერ შემაწუხებელია და ხშირად გვიწევს უარი ვთქვათ გარკვეული სახის საკვებსა თუ სასმელზე.

 

როდესაც ფესვები აღარ არის დაცული მინანქრის ფენით, სხვადასხვა სახის გამღიზიანებელი: ცივი, ცხელი, ტკბილი სასმელი/საკვები, სადინრების საშუალებით აღწევს კბილის ნერვულ ცენტრამდე და იწვევს ტკივილს.

ტკივილის მექანიზმი ასეთია:

კბილი გვირგვინის ქვეშ მდებარეობს დენტინი — კბილის შედარებით
რბილი და ფოროვანი ქსოვილი, რომელიც მრავალ მიკრო-არხს, მილაკს შეიცავს. თუკი რაიმე მიზეზით დენტინი, რომელიც წესით საიმედოდ უნდა იყო დაცული მინანქრით,ხდება შემავალი გამღიზიანებლის მიმართ, იგი ვეღარ ახერხებს კბილის ცენტრში მოთავსებული “ნერვის” ანუ პულპის დაცვას. დენტინის მილაკების საშუალებით პულპაზე ზემოქმედებს გამღიზიანებელი და ასე ჩნდება ტკივილის შეგრძნება.

 

რა იწვევს კბილის მომატებულ მგრძნობელობას?

  • აგრესიული ან გადაჭარბებული ხეხვა
  •  ბზარები მინანქარზე
  • მინერალების დეფიციტი

თუმცა კბილის მომატებული მგრძნობელობის მიზეზი მხოლოდ მინანქარი შეიძლება არ იყოს.

მიზეზი შეასძლოა იყოს კარიესული ღრუს არსებობა, დაზიანებული ღრუს ფსკერი და კედლები სწორედ დენტინის ქსოვილს წარმოადგენს. კბილის გვირგვინის ჩამოტეხვის, ცვეთის ან მინანქრის სხვა რაიმე სახის დაზიანების დროსაც დენტინის ქსოვილი შიშვლდება. ამ ყველა შემთხვევაში ტკივილი ანალოგიური მექანიზმით ვითარდება.

რომ შევაჯამოთ, კბილების მომატებული მგრძნობელობა მინანქრის მგრძნობელობის გარდა შეიძლება მიანიშნებდეს ბევრად სერიოზულ პრობლემაზე, როგორიცაა კარიესული ღრუები, მოტეხილობა, პაროდონტის დაავადება.  ასეთ შემთხვევაში მგრძნობელობის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება საკმარისი არაა. ამიტომ პრობლემის მიზეზის გასარკვევად უმჯობესია ესტუმროთ ექიმს, რომელიც სწორად შეგირჩევთ მკურნალობის ეფექტურ გზას.

კბილებზე მგრძნობელობის მომატება უკან არ დაიხევს და არც გაქრება, ამიტომ თუკი შეამჩნიეთ ეს პრობლემა, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Social Networks

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge