კარიესი - სტადიები, სიმპტომები, მკურნალობა - Smile confidently

February 25, 20220
კარიესული ღრუ განვითარდება მაშინ , როდესაც ბაქტერიები გამოყოფენ მჟავას რომელიც ჯერ მინანქარს დააზიანებს და შემდეგ მის ქვეშმდებარე ქსოვილ დენტინს, დროთა განმავლობაში, ღრუ იზრდება და საბოლოოდ კბილის ღრმა დაზიანებამდე მივყავართ.
არსებობს კარიესის განვითარების სტადიები:
• ლაქის სტადია
• ზედაპირული კარიესი
• საშუალო კარიესი
• ღრმა კარიესი
კარიესი საწყის სტადიაზე შეიძლება შეუმჩნეველი იყოს და არ გამოვლინდებოდეს რაიმე სიმპტომით, ხოლო როდესაც ღრუ იზრდება სიმპტომები შესამჩნევი ხდება :
• კბილიზე მომატებული მგრძნობელობა
• ტკივილი ქიმიურ გამღიზიანებელზე: ცხელზე, ცივზე, ტკბილი საკვების ან სასმელის მიღების დროს
• კბილის ზედაპირზე შავი ან ყავისფერი ლაქები
• ცუდი სუნი პირის ღრუში
კარიესის მკურნალობა გულისხმობს, კარიესული ღრუს გაწმენდას და შევსებას საჭირო საბჟენი მასალით, ჩვენს კლინიკაში გამოიყენება, ბოლო თაობის, ნანოტექნოლოგიით დამზადებული, სხივურად გამყარებადი მასალები, რომელიც ხასიათდება მაღალი ესთეტიურიბით და სიმტკიცით, დაბჟენის შემდეგ სრულად აღდგება კბილის ქსოვილის მთლიანობა.
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ კარიესის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სრულყოფილი ჰიგიენის დაცვა.
• გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ – დილას და საღამოს, ფტორის შემცველი კბილის პასტით;
• გამოიყენეთ კბილთაშორისი ჯაგრულები , კბილის ძაფი და ირიგატორი;
• რეგულარულად ეწვიეთ სტომატოლოგს რადგან შეამოწმოთ პირის ღრუს მდგომარეობა ;
• ჩაიტარეთ პროფესიული ჰიგიენა კლინიკაში წელიწადში ორჯერ .

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Social Networks

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge