რა გსმენიათ ბოტოქსისა და სტომატოლოგიის კავშირზე? - Smile confidently

April 1, 20220

 

ბოტოქსის გამოყენება 1980 წლიდან დაიწყო და ის ნევროლოგიასა და ოფთალმოლოგიაში გამოიყენებოდა.

ამ პრეპარატის გამაახალგაზრდავებელი თვისება კი, შემთხვევით აღმოაჩინეს, როდესაც მკურნალობის პროცესში ბოტოქსის უნიკალური გვერდითი ეფექტი გამოვლინდა – პაციენტებს ნაოჭები გაუსწორდათ შუბლისა და ტუჩის მიდამოში. მალევე, ამ პრეპარატის უნიკალური თვისებით კოსმეტოლოგები დაინტერესდნენ.

ბოტოქსი არის ბაქტერია Clostridium botulinum, რომლის ტოქსინისგან მზადდება პრეპარატი. მიუხედავად იმისა, რომ ეს იგივე ტოქსინია, რომელიც იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ საკვების მოწამვლას, რომელსაც ბოტულიზმს უწოდებენ, მისი გამოყენება მედიცინაში დამტკიცებულია FDA კოსმეტიკური პროცედურებისთვის. ის ახლა ჩვეულებრივ გამოიყენება მცირე დოზებით, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის სამკურნალოდ, მათ შორის, ჭარბი ოფლიანობა,  ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, შაკიკისთვისაც კი.

ბოტოქსის გამოყენება ფართოვდება სტომატოლოგიაშიც

ამ მიმართულებით სხვადასხვა დაავადების მკურნალობა შეიძლება:

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადება ერთერთი ყველაზე რთულად სამკურნალო პათოლოგიაა. გამოიყენება უამრავი მეთოდი დაწყებული ინექციებიდან, ფსიქოლოგიური მკურნალობით დამთავრებული. ძალიან ხშირად კი არცერთი მათგანი არაა ეფექტური ან ხანმოკლე ეფექტი აქვს. ასეთი რთული შემთხვევები სწორედ კუნთების სპაზმს უკავშირდება. “ბოტოქსის” ეფექტი, რომელიც კუნთების მოდუნებითაა განპირობებული, რამდენიმე თვე გრძელდება, რაც პაციენტისთვის დიდი შვებაა.

ბრუქსიზმი კიდევ ერთი პათოლოგიაა, რომელიც საღეჭი კუნთების ჰიპერფუნქციითაა გამოწვეული, რომელიც უმეტესად ღამით იჩენს თავს. იგი თავის მხრივ შესაძლოა საფეთქელ-ქედა ყბის სახსრის დაავადების მიზეზი გახდეს, ისევე როგორ ქრონიკული თავის ტკივილისა და სახის სხვადასხვა არეში ტკივილის. “ბოტოქსის” ინექციით საღეჭი კუნთების სპაზმი მცირდება ან ქრება, სხვა სიმპტომებთან ერთად.

მოსახსნელი პროთეზის  მორგება ხშირად გართულებულია ჰიპერაქტიური კუნთების გამო. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმპლანტაციის ჩატარების საშუალება და ასეთი პაციენტის რეაბილიტაციისათვის პროთეზთან შეგუება მნიშვნელოვანი მომენტია, რისთვისაც “ბოტოქსის” ინექცია ეფექტური საშუალებაა.

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Social Networks

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge