Dental House
ჩვენი მიზანი თქვენი ჯანმრთელი ღიმილია

ახალგაზრდა, პროპესიონალი ექიმებით დაკომპლექტებული გუნდი,რომელიც 2006 წლიდან ემსახურება პაციენტებს სტომატოლოგიაში ყველა მიმართულებით.

კლინიკის მიზანია, მაღალხარისხიანი აპარატურით და თანამედროვე გაიდლაინებით მკურნალობა ხელმისაწვდომი იყოს ყველა პაციენტისთვის.

ჩვენი კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარააატურით,გამოცდილი მედპერსონალით,რომელიც მუდამ ზრუნავს განვითარებაზე.

ჩვენ პაციენტებს საშუალება აქვთ, ადგილზე ჩაიტარონ სრული მაღალკვალიფიციური 3D კვლევა, ორთოპანტონოგრამა ფრანგული ACTEONI_ის უახლესი აპარატით.

დიდი ყურადღებას ვაქცევთ სტერილიზაციის ყველა ეტაპს.სტერილიზაცია ხდება ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით.

COVID - 19

https://dentalhouse.ge/wp-content/uploads/2021/09/shutterstock_1680554164-1-768x432.jpg

Covid-19-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების და დაცულობის შეგრძნება ყველასთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ,  დენტალ ჰაუსის გუნდმა გაატარა რიგი ღონისძიებები, რომლებიც ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციებს.

უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად დენტალ ჰაუსში 4 მიმართულებით შეიცვალა და გამკაცრდა მოთხოვნები: ინფრასტრუქტურა და სამუშაო პროცესები, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების პროტოკოლების შეცვლა, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარება და პერსონალის გადამზადება.

დენტალ ჰაუსის  ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლები ემყარება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის და  COVID 19-თან ასოცირებულ სახელმძღვანელო მითითებებს.

https://dentalhouse.ge/wp-content/uploads/2021/09/shutterstock_1689142318-1-640x427.jpg

დენტალ ჰაუსის ყველა თანამშრომელი, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ორ კვირაში ერთხელ გადის PCR ტესტირებას.

✓ სტერილიზაციის თანამედროვე და დაცული ოთახი

✓ ზედაპირების ყოველდღიური დეზინფექცია

✓ სამედიცინო ნარჩენების მართვა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით

✓ ერთჯერადი ინსტრუმენტების გამოყენება, სადაც ეს შესაძლებელია

✓ სამკურნალო კაბინეტებში გაუმჯობესებული ჰაერის ფილტრაციის სისტემა

✓ სამედიცინო პერსონალის ეკიპირება მანიპულაციების შესაბამისად

✓ თერმოსკრინინგი – როგორც პერსონალის, ისე პაციენტების

https://dentalhouse.ge/wp-content/uploads/2021/10/IMG_1624-768x528.jpg
კლინიკაში შესვლისთანავე:

✓ ჯანმრთელობის შეფასება და რისკის განსაზღვრა
✓ თერმოსკრინინგი არაკონტაქტური თერმომეტრის გამოყენებით
✓ ხელის დეზინფექცია
✓ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება, როგორიცაა ნიღაბი, ბახილები და სხვა.

სამკურნალო პროცედურების ჩატარების დროს:

✓ სამკურნალო კაბინეტში მხოლოდ პაციენტის შეშვებაა ნებადართული
✓ მკურნალობის დროს გამოიყენება საიზოლაციო საშუალებები და მაღალი სიძლიერის ნერწყვგამწოვი სისტემა
✓ პერსონალის ეკიპირება შერჩეულია ჩასატარებელი მანიპულაციის რისკის შეფასების საფუძველზე

ჩვენი პერსონალი 100% ვაქცინირებულია.

უსაფრთხოების მკაცრი ზომების დანერგვით, ჩვენ შევქმენით უსაფრთხო და დაცული გარემო, როგორც თანამშრომლებისთვის, ისე ნებისმიერი სტუმრისთვის.

დაზღვევა:

https://dentalhouse.ge/wp-content/uploads/2021/10/psp-160x160.png
https://dentalhouse.ge/wp-content/uploads/2021/12/unnamed-160x80.png
https://dentalhouse.ge/wp-content/uploads/2021/10/ardi1-300x225-1.png
https://dentalhouse.ge/wp-content/uploads/2021/12/logo_geo-320x115.png
https://dentalhouse.ge/wp-content/uploads/2021/12/unnamed.jpg

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge

Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge