ვინირები – 0,2-0,5 სისქის ფაიფურის ფირფიტებით კბილის ვესტიბულური ანუ გარეთა ზედაპირის დაფარვა.
ვინირება გამოიყენება არასასურველი ფერის, ფორმებისა და კბილთა რკალში დგომის ანომალიების სამკურნალოდ, დიასთემების და ტრემების შესავსებად.
შესაძლებელია კბილების რამდენიმე ტონით გაღიავება, ასევე მიახლოვებულია ბუნებრივი კბილის სტრუქტურას.
ჩანართი – იგივე ფაიფურის ბჟენი,რომელიც გამოიყენება დიდი ზომის ბჟენების ან კბილსი ბუნებრივი ქსოვილების მოტეხვის რისკის არსებობისას, ის არ იცვლის ფერს, გაიცლებით მტკიცედ ფიქსირდება ბუნებრივ ქსოვილებზე და ნაკლებად ექვემდებარება ცვეთას.
გვირგვინი – გამოიყენება მოტეხილობის, დიდი ზომის ბჟენების, რესტავრირებული გვირგვინოვანი ნაწილის ძლიერ ფერშეცვლილი კბილების, ბრუქსიზმის, პათოლოგიური ცვეთის დროს. მასალის მიხედვით გვირგვინები შეიძლება იყოს ფაიფურის,ცირკონის, პლასტმასის.
ხიდი – არის მოუხსნელი კონსტრუქცია, რომელიც სრულად აღადგენს ღეჭვით ეფექტურობას, ამ დროს დაკარგული კბილის მეზობელ კბილებზე კეთდება საყრდენი გვირგვინები და მაგრდება ხიდი, ხელოვნური გვირგვინებით.