1.კბილების დაბჟენა(დაპლომბვა) მოიცავს სხვადასხვა ქსოვილის დაზიანების მკურნალობას.
ჩვენთან უმაღლესი ხარისხის ბჟენით დეფქტის აღდგენისას, დაბჟენილი კბილი, დიდი ხნის მანძილზე ასრულებს ღეჭვისა და კბეჩვის ფუნქციას, რაც ნიშნავს, რომ კბილი უბრუნდება პირვანდელ ფორმას.
მკურნალობის დრო: 30წთ-1სთ.
2.ენდოდონტიური მკურნალობა მოიცავს პულპიტის(ნერვის ანთების), პერიოდონტიტისა და კბილის ტრავმის მკურნალობას.
პულპიტი კბილის რბილი ქსოვილების ანთებაა და წარმოადგენს კარიესის გართულებას,ახასიათებს მწვავე თვითნებითი ხასიათის ტკივილები, რომლებიც ძლიერდება ღამით და ასევე შეიძლება ჰქონდეს ირადიაცია(გადაცემითი) სახის სხვადასხვა უბნებში,ამიტომ ტკივილი ხდება პულსირებადი.
3.მხატვრული რესტავრაცია
მხატვრული რესტავრაცია გულისხმობს შეძენილი და ბუნებრივი დეფექტების გამოსწორებას, რომელიც მომხიბვლელი ღიმილის შესაქმნელადაა საჭრიო.
თქვენ შეძლებთ, შეცვალოთ:
კბილის ფორმა
ფერი
დგომა
გაცვეთილი ზედაპირი
კბილებს შორის სივრცეები(დიასთემა და ტრემა)
კბილების არაკარიესული დაზიანებები
ტრამვული და გადატეხილი კბილები
ამ ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია მხატვრული რესტავრაციით