დენტალ ჰაუსში გათეთრების რამდენიმე მეთოდი არსებობს, სასურველ პროცედურას პაციენტი თავად ირჩევს.
კბილების გათეთრებისთვის გამოიყენება, როგორც ინდივიდუალური კაპები და სხივით გათეთრება. ორივე შემთხვევაში მინანქარზე მოქმედებს გამათეთრებელი გელის შემადგენლობაში შემავალი აქტიური კომპონენტი.
კაპებით გათეთრების შემთხვევაში, ექიმი იღებს ანაბეჭდს და ლაბორატორიაში მზადდება გამჭვირვალე კაპები, ზედა და ქვედა ყბისთვის. ექიმი გაძლევთ გამათეთრებელ გელს და გიტარებთ გამოყენების ინსტრუქტაჟს, დამზადებული კაპები გელთან ერთად უნდა ატაროთ, ექიმის მიერ შერჩეული რეჟიმით.
დენტალ ჰაუსში სხივური გათეთრება ხდება ზუმის აპარატით. პროცედურის დასაწყისში ღრძილებს სპეციალური საშუალებით ფარავს(დაზიანების ასაცილებლად) კბილებზე თავსდება მათეთრებელი გელი და ლაზერის სხივი გელს ააქტიურებს, შლის პიგმენტებ და 30-40 წუთში კბილები რამდენი ტონით თეთრდება.
Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge
Dental House ©All rights reserved.
Developed by Brandify.ge